|
2018-08-25 11:26:44, 1474 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმე სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1989 წელს დაბადებული ო. დ. და 1990 წელს დაბადებული ჯ. ქ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სამ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქე ფ.ც.-ს და ვ.მ-ს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად გასტაცეს „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, ფული, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიცია ბრალდებულების თანამზრახველების დაკავების მიზნით ინტენსიურ სამძებრო-საგამოძიებო და სხვა ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)