|
2018-08-24 14:24:57, 2187 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მოხდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, ან კომისიების შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, ამასთან, შესაძლებლია მასში სხვა უწყებების და კერძო სექტორის ჩართულობაც," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველო-გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკისა დას მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ან უკვე მოღვაწეობდნენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას. „ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვები და მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტული მიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთ გერმანული მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)