|
2018-08-23 10:52:58, 1942 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე „ქართული ლუდის კომპანიისგან“ - RC Q ლაიმის არომატით
საცალო ქსელში RC Cola ახალი გემური თვისებებით გამოჩნდა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო და მომხმარებელს ფორთოხლისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი შესთავაზა. RC Q-ს შეძენა 0.5 ლიტრიან და 2.0 ლიტრიანი შეფუთვებითაა შესაძლებელი. სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით. RC Q ძირითადად მრავალფეროვან, მულტი-კულტურულ ახალგაზრდობაზე გათვლილი გამაგრილებელი სასმელია. „ჩვენ მომხმარებელს ახალი RC Cola შევთავაზეთ, ეს არის: ფრეში, მხიარული და ხილიანი თავგადასავლები, ფერებთან ერთად, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს მოსწონს. RC Q-ს ბაზას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი შალვა ჩოჩელი. სამომავლოდ სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC Q ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფორთოხლისა და ლაიმის შემდეგ, ბაზარზე RC Q მარწყვისა და ყურძნის არომატით გამოვა. RC Cola - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა. საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC-ს ოჯახიდან დღეისათვის სამი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q და RC Cola Coffee.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)