02:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 18:05:06, 1419 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს. თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაური ევროპასა და აფრიკის მიმართულებაზე, გენერალ-მაიორი რასელ სანბორნი და აშშ-ის მე-7 სასწავლო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტოფერ ლანევე უმასპინძლებენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველო თავდაცვის მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება.  კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მედროშეთა კოლოფიც მიიღებს მონაწილეობას. 

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics