|
2018-08-20 17:06:56, 1781 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა
„მთელი საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბახმაროსთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების პოპულარიზაცია და კურორტის განვითარების ხელშეწყობა. ტრადიციულ დოღში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა. დოღის დაწყებამდე გაიმართა ცხენებით საზეიმო სვლა. გამარჯვებულებს კი დოღის დასრულების შემდეგ გადაეცათ ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები. „ბახმაროს თასი 2018“ “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართა. ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)