|
2018-08-20 16:36:25, 1396 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობისკენ. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)