|
2018-08-17 12:37:52, 1229 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას. „პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგო უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ, ზამთრის პერიოდში ჩვენი მოსახლეობის სტაბილურად გაზით უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)