06:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 12:25:08, 1459 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი სენატორები რუსეთისთვის ინტერპოლის მექანიზმის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს, - ამის შესახებ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.  ინფორმაციას Tass წყაროზეე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, კონგრესმენების აზრით რუსეთი აღნიშნულ მექანიზმს ბოროტად იყენებს.

"რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება. აშშ-ის გენერალურმა პროკურატურმა, შიდა უსაფრთხოების მინისტრთან ერთად,  ინტერპოლში აშშ-ს გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთს ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება შეეზღუდოს., მათ შორის წითელი ცირკულარის მექანიზმის გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის დაწესებაც", - ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულები არიან, რომ პირებს, რომლებსაც რუსეთი ინტერპოლის მექანიზმების მეშვეობით ეძებს, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა შეეზღუდოთ. ასევე, ამ ადამიანებს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უნდა უთხრან.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ამერიკელმა სენატორებმა კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესია. სენატორები კანონპროექტს ახასიათებენ, როგორც "ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც რუსეთზე სასანქციო ზეწოლას აძლიერებს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics