00:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:36:19, 2089 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ,,მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შედეგად, ქართულმა მხარემ შეძლო ჩინურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. შედეგად, მხარეებმა მოახდინეს შეთანხმების ტექსტის პარაფირება და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. 

ოქმის შესაბამისად, მხარეები დროულად გაატარებენ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეთანხმების შესაძლო მოკლე ვადაში ხელმოწერის მიზნით. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლამდე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საპილოტე საავტომობილო გადაზიდვები განხორციელდება.

შეთანხმების გაფორმება შექმნის ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საფუძველს საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანების განხორციელების დაწყების მიზნით.

შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას,  ასევე ქართული წარმოების პროდუქციის  ჩინეთის ბაზარზე შეტანის წახალისებას ტრანსპორტირების ხარჯების და გადაზიდვის დროის შემცირების გზით. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ასევე გამოიწვევს თანამშრომლობის გაძლიერებას „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს  და საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლები.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics