|
2018-08-03 11:40:19, 1085 ნახვა
სამართალი
„საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები პოლიტიკურ შოუს“ - პარლამენტში გახარია და შოთაძე იკითხებიან
საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები არა საგნობრივ მსჯელობას, არამედ ველოდები პოლიტიკურ შოუს, რომლის დადგმას აუცილებლად შეეცდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა. კილაძის თქმით, თუ რაიმე კითხვა არსებობს ყველა თანამდებობის პირი პარლაენტში გამოცხადდება. “დღეს კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს გამოკითხვაზე იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის მინისტრი, რაც არის იმის დამამტკიცებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად არის გაზრდილი. თუ რაიმე კითხვა არის, ყველა თანამდებობის პირი პარლამენტში მოვა და კითხვებზე პასუხს გასცემს“, - განაცხადა სოფო კილაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც კომისიის წევრები შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს კითხავენ. 15:00 საათზე კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გამოკითხავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)