|
2018-08-01 16:07:04, 1141 ნახვა
სამართალი
„ქართული მართლმსაჯულება საბოლოოდ გარდაიცვალა“ - უზენაესმა სასამართლომ დეკანოზის საქმე წარმოებაში არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი არ მიიღო. ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველები, სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დეკანოზ მამალაძეს, მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით, დეკანოზის პოლიტიკური დევნა გრძელდება. "ქართული მართლმსაჯულება საბოლოოდ გარდაიცვალა და ის საბოლოოდ მიიღებს ამაზე ძალიან მწარე სილას სტრასბურგის სასამართლოდან, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვას, არა უბრალოდ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არაერთი დარღვევა, არამედ სტრასბურგის სასამართლო იყოს ყველაზე უფრო მკაცრი შეფასებისას, რაც კი ოდესმე ქართული მართლმსაჯულების წინაშე ყოფილა, ვინაიდან ეს არის უპრეცენდენტო დარღვევებზე დაფუძნებული საქმე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არ აღმოაჩნდა იმის მინიმალური დამოუკიდებელი სტანდარტიც კი, მათი დამკვეთებისგან, რომელიც ელემენტარულად ჩვენ მოსმენას მაინც გააბედინებდა სასამართლოში", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში გაასაჩივრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)