23:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 11:52:02, 933 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 დაწესებულებაში საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს კითხავენ. 

გამოკითხვის პროცესი უკვე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. კომისიის წევრები მსჯავრდებულ გ.ბ-სა და გ.ჯ-ს კითხავენ, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 

"ამ მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. მნიშვნელოვანია მათგან იმ ინფორმაციის მიღება, რომლის ნაწილი მათ სასამართლოზეც მოყვნენ და შესაძლოა ისეთი დეტალებიც გააჟღერონ, რომლეBიც სასამართლოზე არ უთქვამთ. ჩვენ სხვა მოწმეებისგანაც მივიღეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შსს-ს გადავუგზავნეთ. ჯამში ეს ინფორმაციები შექმნის იმ სურათს, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავდებთ დასკვნას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს საგამოძიებო კომისიის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics