05:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 19:57:03, 2483 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტი მაკრონი: ბენალი ჩემი საყვარელი არ ყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთკვირიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ბენალი მისი საყვარელი არასოდეს ყოფილა.

"ალექსანდრე ბენალას არასოდეს ჰქონია წვდომა ატომურ კოდზე, მას არასოდეს ჰქონია 300 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ალიმას მოედანზე, ბენალის არასოდეს გამოუმუშავებია 10 000 ევრო და ბენალი ჩემი საყვარელი არასოდეს ყოფილა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში განიხილავენ ალექსანდრე ბენალის სტატუს და იმ ფაქტს, რატომ სარგებლობს დაცვის ყოფილი უფროსი პრეზიდენტის დიდი ნდობით.

რამდენიმე გამოცემის ცნობით, წარსულში ბენალი და ემანუელ მაკრონი ბოიფრენდები იყვნენ.

პრეზიდენტის თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად არის, როგორც საფრანგეთის ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის აპარატის უფროსის მოადგილე ალექსანდრ ბენალი 1 მაისს პარიზში აქციაზე მივიდა და მომიტინგეებს თავს დაესხა.

ბენალი ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კამპანიის დროს უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics