|
2018-07-24 14:35:24, 558 ნახვა
რეგიონი
13 ქვეყნის სტუდენტი ბულვარში აჭარულ ცეკვას შეასრულებს
29-31 ივლისს, ბათუმს 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი ესტუმრება. გერმანელი, ეპანელი, იტალიელი, პოლონელი, ჩეხი, ჰოლანდიელი, ესტონელი, სლოვაკი, სლოვენი, სერბი, უკრაინელი, უნგრელი და რუსი ახალგაზრდები 29 ივლისს, ბათუმის ბულვარში აჭარულ ცეკვას შეასრულებენ. ისინი რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi) საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის „Drop of Wine from Mountain to Sea” ფარგლებში სტუმრობენ. ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობენ, აჭარული ცეკვის მასტერკლასებს ესწრებიან და სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები. 29 ივლისს, გარდა აჭარული ცეკვის შესრულებისა დაგეგმილია "City Game" ბათუმში, რაც ქალაქში წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ სხვადასხვა სიმბოლოების ნახვას და ისეთი სახალისო დავალებების შესრულებას ითვალისწინებს, როგორებიცაა ლექსის წერა, წარმოდგენის გამართვა და სხვა. 31 ივლისს, კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები დაესწრებიან. პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს გაცნობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ევროპელ სტუდენტებში ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. AEGEE-Tbilisi საზაფხულო სამოგზაურო უნივერსიტეტს 2008 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველ ზაფხულს საქართველოს და მათ შორის ბათუმს 40-მდე ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობს.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)