|
2018-07-19 17:39:13, 1263 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (The Governance Global Practice - GGP) უფროს დირექტორთან, დებორა ვეცელთან (Debora Wetzel). შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი, ძირითადად, შეეხო საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) 2017 წლის პოზიტიურ შეფასებას, რომელიც PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ პარტნიორობა იმ რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას ქვეყანაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)