16:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 20:19:50, 850 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება უნდა მოხდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ხარისხის უზრუნველსაყოფად სისტემა ერთხელ და სამუდამოდ აირჩევს ევროპულ სტანდარტს, რაც საუკეთესო საშუალება იქნება, რომ უმაღლესი განათლების სისტემა ჰარმონიულად ინტეგრირდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. 

მინისტრობის კანდიდატი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ მოდელს და დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავა.

მანვე აღნიშნა, რომ შემუშვებული მოდელი საზოგადოებას შემდგომი განხილვებისთვის უმოკლეს დროში წარედგინება.

საუბრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მეცნიერების მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. 

„სწორედ ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში და საქართველოსა და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამები გაგვიყვანს რეალურ შედეგებზე, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი განათლების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics