16:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 15:27:39, 878 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მშპ-ის 2% იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მშპ-ის 2% იქნება.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ნიშნავს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სამი კვირის წინ, მე ამაზე დეტალურად ვისაუბრე. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და, რა თქმა უნდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გამოყენება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics