|
2018-07-13 18:11:35, 1051 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: გადახდისუუნარობის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც სჭირდება ბიზნეს გარემოს
გადახდისუუნარობის რეფორმა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ძალიან სჭირდება ბიზნეს გარემოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, გადახდისუუნარობის კანონის მიღება დაჩქარდება. "კარგია, რომ კომპანიის დაფუძნებას საქართველოში ძალიან ცოტა დრო სჭირდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გაკოტრების შემთხვევაში დროულად მოხდეს გადახდისუუნარობის პროცესების დაწყება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ვგეგმავ ამ მიმართულებით პროცესის დაჩქარებას. ჩვენ ძალიან დიდი ხანია თავს ვიწონებთ იმით, როგორ მარტივად ვაფუძნებთ კომპანიებს საქართველოში, ეს დაახლოებით 40 წუთშია შესაძლებელი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლია არაეფექტურ ერთეულს მეორად ბაზარზე გადასვლა. სწორედ ამ კანონის არარსებობის გამო, უამრავი ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივი არის გაჩერებული იმ მიზეზით, რომ ტერმინი „გაკოტრება" არ მოგვწონს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)