23:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 15:38:59, 819 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

"როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობის ციფრულ ტექნოლოგიაზე მაქსიმალური დაფუძნება ბიუროკრატიას შეამცირებს და დამატებით თანხებს გამოათავისუფლებს.

"დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის ბლოკჩეინი, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კი უწოდებენ.
ეს ტექნოლოგია ჩვენ უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და ამაზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, სარგებელს მიიღებს კერძო სექტორი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტექნოლოგიას მაქსიმალურად დაეფუძნოს სახელმწიფო მმართველობა.

„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნებთ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს და ამავდროულად, თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ციფრული მმართველობა მცირე მთავრობის კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics