04:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 11:49:18, 2291 ნახვა

მსოფლიო
კვლევა: ამერიკელებმა ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს

Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ამერიკელებმა ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს, - ამის შესახებ Independent იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კითხვაზე, რომელმა პრეზიდენტმა გააკეთა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სასიკეთო საქმე, ამერიკელების 44%-მა ქვეყნის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაასახელა. ამავე რეიტინგში მეორე ადგილს ბილ კლინტონი იკავებს, რომელსაც ხმა 33%-მა მისცა, ხოლო მესამე ადგილზე რონალდ რეიგანი გავიდა, 32%-ით. 

კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი რეიტინგი ობამას რეიტინგს ბევრად აღემატებოდა, ამ სიაში მე-4 ადგილზე გავიდა, 19%-ით. 

კვლევაში 2 002 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვა 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 22-დან 37 წლამდე მოქალაქეებმა მიიღეს. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი კვლევა, რომელშიც ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. Gallup-ის კვლევის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა, მოქალაქეებმა საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს. მას გამოკითხული მოსახლეობის 63%-მა დაუჭირა მხარი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics