|
2018-07-12 13:03:02, 1149 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, მასზე და მის შვილზე თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ
მხედრიონის ყოფილი ლიდერი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმას, რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს. როგორც გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდასხმის მიზეზი სავარაუდოდ მისი უკრაინაში ყოფნაა, რომლის დროსაც ის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. გუგეშაშვილის თქმით, მის უფლებადამცველს აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მკვლელობის დამკვეთი ერთ-ერთი რუსი გენერალი იყო. "როდესაც 2017 წლის 29 ოქტომბერს დავბრუნდი სამშობლოში უკრაინიდან, თითქმის 5 საათის გამავლობაში თბილისის აეროპორტში შემიზღუდეს გადაადგილების უფლება და არავის აუხსნია რატომ. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ შს მინისტრ გიორგი გახარიას, თუმცა უწყებისგან მივიღეთ უცნაური პასუხი, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის", - აღნიშნა პოლკოვნიკმა. მისი უფლებადამცველის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა პატიმარი, რომელსაც გუგეშაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთეს. მანვე დასძინა, რომ პატიმარი შესაბამის განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. "ერთ-ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდე ერთი პიროვნება, რომლის სახელსა და ვინაობას ასახელებს. ის არის უცხოელი. მან შესთავაზა ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე მისია ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც გუგეშაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებდნენ. სიაში გუგეშაშვილის გარდა კიდევ 4 ადამიანი იყო. ეს ადამიანი იყო ემისარი გამოგზავნილი ერთ-ერთი რუსი გენერლის მიერ", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)