|
2015-06-02 10:09:31, 385 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ცუდი უხარიათ, კარგი სწყინთ
„რა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს, რომ გაიხარონ და გაითავისონ?!“, – ასე ეხმაურება ვიცე–პრემიერი კახი კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფიროსმანის ნახატის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უარყოფით მოსაზრებებს. კალაძის თქმით, ადეკვატური მოქალაქის სიხარული, რომ ფიროსმანის ნახატი საქართველოში დაბრუნდა, ზოგიერთი ადამიანის გაკვირვებით დაიფარა. ამ ადამიანებს კი, მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურული მოვლენების მიმართ ანგარებითი, სათავისო ხედვა აქვთ – „ცუდი უხარიათ, კარგი სწყინთ“. „ ჩვეულებრივი, ადეკვატური მოქალაქის რეაქცია-სიხარული, რომ ერთერთი “ფიროსმანი” საქართველოში დაბრუნდა, გადაიფარა გაკვირვებით-რა უნდა ზოგიერთ სუბიექტს, რა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში-ჩვენს საერთო სახლში მოხდეს ისეთი, რომ გაიხარონ და გაითავისონ?!. ეს რეაქციები--რასაც ვუყურებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წარსულში ჩარჩენილ ამ ადამიანებს სახელმწიფოებრივი აზროვნება ანულირებული აქვთ და ანგარებითი, სათავისო ხედვა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენების მიმართ : ცუდი უხარიათ, კარგი სწყინთ. ეს კიდევ ერტხელ ადასტურებს, როგორ ვიწროდ ხედავდნენ და მხოლოდ სათავისო სარგებლისთვის აღიქვამდნენ ამ ქვეყანას- ნაციონალების პირადი მოხმარების სახელმწიფო. იმიტომაც განიცადეს პოლიტიკური კრახი , რასაც აღრმავებენ თავისი არანორმალური რეაქციებით ნებისმიერ მოვლენაზე. მე, ბევრი ჩემი მეგობარი ყურადღებას აღარ ვაქცევთ მათ პოლიტიკურ აქტიურობას- წარსულია. მაგრამ თავისი ანტისაზოგადოებრივი რეაქციებით მუდმივად ახერხებენ ყურადღების მიპყრობას და ყველას გაკვირვებას“, – აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ეკატერინე ხვედელიძემ და ბიძინა ივანიშვილმა შეიძინეს. შედევრი ივანიშვილმა 1,5 მლნ დოლარად შეიძინა. „საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა", - ნათქვამია საზოგადოება „2030-ის" facebook-ის გვერდზე. ნახატი პირველად 2003 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე 1,8 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორედ კი MacDougall's-ის სახვითი ხელოვნების აუქციონზე - 1,672,542 დოლარად. „არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)