|
2015-06-02 09:38:31, 351 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ფოტოგამოფენა მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს სტენდთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარიეტ შურმანი შეხვდა. ფოტოგამოფენა ნატოს შტაბ-ბინაში სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალების როლს უსარფრთხოების სექტორში და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ინტენსურად ითანამშრომლებენ. გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში 28 მაისს გაიხსნა. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)