|
2018-07-11 12:24:31, 698 ნახვა
სამართალი
წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭსყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს დაესწრება, თუმცა თავად კითხვებს არ დასვავს. „არ ვაპირებ რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ რაიმე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს აბსოლუტურად თავისუფლად ინდივიდუალურად ფარული კენჭისყრით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს აზრი, რომელიც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)