|
2018-07-10 19:02:26, 1101 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული კომპანიის მაღაზია ჰონგ-კონგში გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ჰონგ-კონგში, ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში Harbour City ქართული ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანიის „გეფერინის“ მაღაზია გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც დამატებით რამდენიმე მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომის საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)