|
2018-07-10 14:41:43, 797 ნახვა
სამართალი
ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს. „სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)