|
2015-06-01 17:48:17, 367 ნახვა
პოლიტიკა
ხმაურთან დაკავშირებით კანონპროექტი დეპუტატებისთვის სადავო საკითხი გახდა
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რომელიც ღამის საათებში ხმაურზე ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, დეპუტატებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. პროექტი დღეს, „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ კომიტეტმა ბიუროზე მეორედ შეიტანა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. „კანონი ძალაში პირველ ოქტომბერს უნდა შევიდეს. მანამდე პატრული შესაბამისი აპარატურით უნდა აღიჭურვოს. მათ სპეციალური სასწავლო კურსი უნდა გაიარონ. მოსახლეობა გვაჩქარებს ამ ცვლილების შეტანას, რადგან სერიოზული პრობლემები ექმნებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილე მირიან წიკლაურმა. აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე არ დაეთანხმა. „მიუხედავად იმისა, რომ მე კომიტეტის, ასევე ინიციატორების პოზიცია ძალიან კარგად მესმის, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საკმაოდ რთული იქნება განხილვების მხრივ, რადგან არგუმენტები ორივე მხარეს არის. არის საკურორტო ზონები, ზაფხულის პერიოდი - ჩვენ ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ოქტომბრიდან შევა თუ ნოემბრიდან, ამას ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და მერე მივიდეთ დასკვნამდე“, - აღნიშნა საგანელიძემ. საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც და განაცხადა, რომ ხმაურზე პრობლემა ძირითადად დიდ ქალაქებში იქმნება, მაგალითად თბილისში. ქანთარიას თქმით, ხმაურზე ჯარიმები საკურორტო ზონებში არ უნდა გავრცელდეს. „ ეს თავისთავად პრობლემაა, ამაზე არ უნდა ვიდაოდ. ეს პრობლემა ძირითადად დიდ ქალაქებშია, სადაც საცხოვრებელ სახლებშია გახსნილი „დისკოთეკა“. მოსახლეობა აბსოლუტურად შეურაცხადია უკვე. მაგრამ, საკურორტო ზონებში არ შეიძლება ეს გავრცელდეს. მაგალითად ქობულეთში ხალხი იმიტომ მიდის, რომ გაერთოს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ. დეპუტატებმა ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს. ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, ღამის საათებში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ხმაურის დონე თუ 30 დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი, 500 ლარით. თუ იგივე ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, ჯარიმა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაორმაგდება. ცნობისთვის, კანონპროექტის პირველი ვერსია, ხმაურზე ჯარიმების დაწესებას დღის საათებშიც ითვალისწინებდა. დღის საათად 07:00-დან 23:00 საათამდე განისაზღვრებოდა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)