|
2018-07-09 10:59:33, 798 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ინფორმაციას თავად კუპრავა ავრცელებს. ის ბრალს აბსურდულს უწოდებს და მომხდარის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს. „მე ავღმოჩნდი მსოფლიოში ერთადერთი პირი, რომელმაც ამ უსამართლო ქართულ სასამრთლოს მივაყენე შეურაცხყოფა. ამიტომაც ხვალ 12 საათზე დამიბრეს ტელევიზიის გვერდით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალის წასაყენებლად.. როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ ეგუება ჩემს თავისუფლებას“, -აცხადებს ზვიად კუპრავა. ზვიად კუპრავა ასევე აღნიშნავს, რომ დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიიტანს ვიდეოს, რომელიც მის „ზონდერობასთან“ დაკავშირებით გავრცელდა. კუპრავა აცხადებს, რომ ის ამ ვიდეოში არ არის. „ბრალის წარდგენამდე 1 საათით ადრე, ანუ 11 საათზე ვატარებ ბრიფინგს სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან... ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმაქვს იმედის არხზე გასული ვიდეო და ექსპერტიზას დავუსვავ კითხვას, აღნიშნულ ფოტო და ვიდეოზე არსებული პირი, რომელიც თითქოსდა არის ზვიად კუპრავა, იდენტიფიცირდება თუ არა ჩემთან?! ბრიფინგზე განსაკუთრებით ვეპატიჟები ტვ-იმედს! ექსპერტიზის პასუხს მიღებისთანავე დავახვევ და ნანა ლეჟავას, ბესელიას, სოფიო კილაძეს და სხვებს, გავაცნობ სასამართლოზე!“, - წერს კუპრავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)