|
2018-07-07 18:03:21, 980 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა
მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურის შენობა ზაზა სარალიძემ კომენტარის გარეშე დატოვა. სარალიძის უფლებადამცველის ნესტან ლონდარიძის შეფასებით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. "შეხვედრა შედგა სახალხო დამცველისა და შსს-ს ინიციატივით. მოხდა ურთიერთშეჯერება, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან ჩვენი პოზიციის წარმოდგენა, თუმცა რა ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა განხილვა და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე ვერ ვისაუბრებ. საუბარი შეეხო ასევე მიხეილ კალანდიასაც, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ", - აღნიშნა ადვოკატმა. შეხვედრას აგრეთვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში ისევ შედგეს. "აქ ვიყავით, რადგან ბატონ ზაზას ჰქონდა შეკითხვები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე, გამოძიების სტრატეგიაზე და ფაქტებზე იყო საუბარი, თავს შევიკავებ დეტალური კომენტარისგან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)