|
2018-07-06 10:33:22, 1138 ნახვა
სამართალი
გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს. გოგოჭურს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული დ მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ოთხი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმის განცხადებით, გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. „ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის მესამედში ისიც გამჭოლი. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადების მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“, - აცხადებს ტრავმატოლოგი ვაჟა კახნიძე. გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)