|
2018-07-06 10:25:58, 849 ნახვა
სამართალი
თბილისში ორ ავტოსაგზაო შემთხვავას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი ადამიანები, არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. თვითმხილველების თქმით, სამარშუტო ტაქსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავარია გამოიწვია. მეორე შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. პირველ შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მეორე შემთხვავაზე კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)