|
2018-07-04 18:33:49, 1247 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: იოსებ სიგუა შეუძლოდაა და ამიტომ ვერ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე - პოლიციელებსაც აქვთ უფლება, ავად გახდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიგუა შეუძლოდ იყო და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლა. „სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს. ის შეუძლოდ იმყოფება, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა, თუმცა ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პოლიციელებსაც აქვთ უფლება ავად გახდნენ. ადამიანი ცუდად დაგეგმილად არ გამხდარა და შესაბამისად, პარლამენტი საქმის კურსში ვერ ჩააყენა. როგორც კი ჩვენთვის ამის შესახებ გახდა ცნობილი, კომისიას დაუყონებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცხადების პრობლემა არ აქვს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყველა გამოცხადდება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულმა კომისიის თავმჯდომარის და რამდენიმე წევრი უკმაყოფილება გამოიწვია. „მინდა მივმართო ბატონ იოსებს, რომ მასაც ველით შაბათს, 10:00 საათზე აქ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არის კანონის დარღვევა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. თუ ჩვენ შაბათს არ ვნახავთ აქ ბატონ იოსებს, მაშინ მოგვიწევს მიმართვა კონკრეტულ უწყებაზე, რომ ის არღვევს კანონს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდოამრე სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)