|
2018-07-03 16:35:43, 753 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეების, ასევე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. „დღეს რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრეთ. იმ გაწეული ანგარიშის შესახებ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელზეც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შექმნის დღიდან მუშაობდა, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ მონიტორინგის მექანიზმსა და რისკის შეფასების სისტემაზე, რომლებიც ახლა დავნერგეთ და რომლებიც ძალადობის რისკების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მექანიზმის მუშაობა მაისში დაიწყო პილოტურად და უკვე მომდევნო კვირიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით თანამშრომლების ინტენსიურ გადამზადებას. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა. ეს კანონპროექტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: 1. შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა; მაგალითად, თუ პირი ჩაიდენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ და ეს პირი წარსულში ნასამართლევია ან ოჯახური ნიშნით მკვლელობისთვის, ან ოჯახური ნიშნით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მას დაეკისრება იმაზე მკაცრი პასუხისმგებლობა, ვიდრე არადამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის არის გათვალისწინებული. ანუ, არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამ ფორმით, რომელიც ახლა შემოვიღეთ და, სხვათა შორის, ეს უკავშირდება ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, სადაც პირი, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური ნიშნით მკვლელობა, წარსულში, ასევე, ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
(NS)
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)