20:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:19:02, 360 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფიჯის კუნძულებზეც იზეიმეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იზეიმეს. ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე ქ. სუვაში (ფიჯი) აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ფიჯიზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება იყო მცირე გამონაკლისთაგანი, როცა წარმოდგენილნი იყვნენ ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობის მოქმედი მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. მიღების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სუვენირებით, ტანისამოსით და ტურისტული ბროშურებით. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟი საქართველოს შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ. მიღება აქტიურად გაშუქდა ადგილობრივი მედიით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics