21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 16:09:42, 1012 ნახვა

სამართალი
გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“  საგანგებო სიტუაციების  მართვის სააგენტოში  განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და სახურავზე გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბავშვის ცხედარი მეორე სართულზე აღმოაჩინეს. 

სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 225 კვ.მ ფართობი. ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.  

წინასწარი  ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics