|
2018-06-28 16:44:52, 742 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტი BlokchainExpo კონფერენციაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება ამსტერდამში გამართულ ბლოკჩეინის კონფერენციაზე " BlokchainExpo Europe 2018" განიხილეს. მოხსენება პანელურ სესიაზე საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო, ასევე, უძრავი ქონების ტრანზაქციებში სმარტ კონტრაქტების დანერგვას, ბლოკჩეინის საშუალებით თაღლითობის რისკების კიდევ უფრო შემცირებას, მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას და სხვა საკითხებს. „საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინ-ბაზაში 1 310 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ამასთანავე, ეს სერვისი საჯარო რეესტრის მომხარებლებისთვის უფასო და კომფორტულია", - აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა. BlokchainExpo მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია-გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის ლიდერებს აერთიანებს და სიახლეების გაცნობის, გამოცდილებისა და ექსპერტული რეკომენდაციების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას აძლევს. " BlokchainExpo Europe 2018" ამსტერდამში გაიმართა და მას 12000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
(NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)