|
2018-06-25 16:23:40, 962 ნახვა
სამართალი
ინაშვილი ჭიაბერაშვილს: ვერ ეღირსებით მთავარი პროკურორის პოსტის ხელში ჩაგდებას
„ვერ ეღირსებით, რომ მთავარი პროკურორის პოსტი ხელში ჩაიგდოთ, რაც არის თქვენი მიზანი დღეს“, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშილს. ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც წინა ხელისუფლების რიგებში იყვნენ, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. „მე მინდა ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს მივმართო, ვერ ეღირსებით, რომ მთავარი პროკურორის პოსტი ხელში ჩაიგდოთ, რაც არის თქვენი მიზანი დღეს. ეს იმიტომ რომ მოხდეს ყველა იმ მტკიცებულების განადგურება, რაც თქვენი ბოროტი საქმიანობის შესახებ ჯერ კიდევ შემორჩენილია პარლამენტში. ქალბატონმა სოფო კილაძემ გააკეთა განცხადება, რომ 4 მილირადი გამქრალია, 32 მილიონი გამქრალია, კიდევ 8 მილიონი ევრო. სად წავიდა ეს თანხა? არ უნდა აღიძრას ამაზე სისხლის სამართლის საქმეები? სხვათა შორის ეს ფული განკუთვნილი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თქვენ ბატონო ზურაბ, გიგა ბოკერიაა, სერგი კაპანაძე თუ სხვები, რომლებიც იმ რეჟიმის ნაწილი იყავით და დღესაც ხართ, თქვენ მოპარეთ ქვეყნის უსაფრთხოებას მილიონები და ამაზე დაიკითხებით, მე გაძლევთ პირობას. სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზეც და ყველა იმ დანაშაულზე დაიკითხებით, რაც ჩადენილი გაქვთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)