|
2018-06-25 13:58:41, 1004 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი გაათავისუფლეს
ანტისამთავრობო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი, გაათავისუფლეს. როგორც კუპრავამ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის და ბრძოლა გრძელდება. “14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო საპროტესტო მუხტის დახშობა და იმ პროცესის განეიტრალება, რაც ხდებოდა რუსთაველზე. სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. ამ ბრძოლამ, ამ შეუპოვრობამ თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა კვირიკაძეთი. დამნაშავეები დაუსჯელები არიან, მართალია, სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას, ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გაგრძელდება”,- აღნიშნა კუპრავამ. ცნობისთვის, ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ ორი პირი 11 ივნისს, დილით, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)