21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 09:56:17, 690 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზურაბ აბაშიძის მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა.

გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მწერალ ზურაბ აბაშიძეს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მწერალმა აღნიშნა, უცნობი პირი მას ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აბაშიძის მტკიცებით, მან თავდამსხმელისგან თავის არიდებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics