21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 15:35:09, 1050 ნახვა

სამართალი
ფილარმონიასთან არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, გვიან ღამით 16 წლამდე მოზარდი შუშის ნატეხით დაჭრეს.

შემთხვევა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მოზარდს აღენიშნებოდა ჭრილობა მხრის და ქვედა კიდურის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბავშვთა ქირურგიის განყოფილებაში განაგრძობს.

„შემოსვლისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მხრის და ქვედა კიდურის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, რევიზია, კუნთების და მყესების აღდგენა.   ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ბავშვთა  ქირურგიის განყოფილებაში", - აცხადებს ინგოროყვას რეანიმაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე მუმლაძე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics