|
2018-06-23 13:08:55, 1046 ნახვა
სამართალი
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ნორმებზე მსჯელობენ
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს. მისივე თქმით, მომზადებულ კანონპროექტში ასახულია წინა შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები. „ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები შესაბამის კანონპროექტზე და დღეს, იმედი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, დისკუსიებს დავასრულებთ. განსახილველი გვაქვს კიდევ სხვა თემები:სკოლის თემა, საბჭოს თემა. უნდა გადავიდეთ ამ თემების განხილვაზე, აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ დღეს ამოვწუროთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დაგიგზავნეთ კანონპროექტი, რომელიც გადამუშავდა წინა შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კანონპროექტში არის ასახული ის საკითხები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შეჯერდა პოზიციები წინა შეხვედრაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე, არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც, უშუალოდ პროცესსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს შეეხება. „ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ეს საკითხები და ასახეს კანონპროექტში ის ცვლილებები, რომელთა ასახვა, ჩვენი აზრით, შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლებოდა, სადაც ნაკლები, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსალოდნელი. თუმცა, არის, რა თქმა უნდა, სხვა რეკომენდაციები, რომელთა განხილვა ჩვენ დღეს დაგვჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)