|
2018-06-22 15:59:26, 583 ნახვა
რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიეტუველი ჟურნალისტები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი. დღეს კი ისინი უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ადგილობრივ მარანში ქედისთვის დამახასიათებელ ღვინის სახეობებსა და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ, ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასებში. გარდა ამისა, მათი ყურადღების ცენტრში მოექცევა ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ჟურნალისტები რეგიონს 24 ივნისს დატოვებენ და უკვე ლიეტუვაში თავიანთ მაყურებლებსა და მკითხველებს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ რაც შეიძლება მეტი სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა მომზადდეს სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში. ამჯერად, ჩვენ შევარჩიეთ რეიტინგული ტელეკომპანიები, ონლაინ გამოცემები და ბლოგერები ლიეტუვადან, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ზღვასთან ერთად ტურისტებს შევთავაზოთ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებიც. ჩვენი კვლევების მიხედვით სწორედ ეს ხდის აჭარას განსაკუთრებით მიმზიდველს ევროპელი ტურისტებისთვის. ლიეტუვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, სადაც გარდა პრესტურებისა გვაქვს გარე და ონლაინ რეკლამა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთან ლიეტუველი ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)