21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 14:36:12, 846 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის საქმის განხილვა 13 ივლისს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა და საქმის მორიგი განხილვა 13 ივლისს ჩანიშნა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და "პოზიტიური შედეგით საქმის დასრულებას არ ელოდება".

მისივე მტკიცებით, საქმეზე არსებობს რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც არანაირი კანონის დარღვევა არ იკვეთება.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს. სამართალდამცველები "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატს 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics