21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 12:33:10, 782 ნახვა

სამართალი
სარალიძე: მირზა სუბელიანი მირეკავდა, მიბოდიშებდა და მიმეორებდა, ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო

„მირზა სუბელიანი იყო მოსული ჩემს სახლში, ბიბლია და წმინდა გიორგის ხატი გადმოგვცა საჩუქრად“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სუბელიანის მასთან მისი შვილის დაკითხვის შემდეგ მივიდა.

„მირზა სუბელიანი ჩემთან იყო სახლში მოსული, ოღონდ ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ, მომიბოდიშა იქაც სასამართლო პროცესზე, მომისამძიმრა. სახლში როცა იყო მოსული, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღელე იყო. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და წმინდა გიორგის ხატი ბავშვის სახელზე, დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ჩვენს შორის. ტელეფონით მირეკავდა ზუსტად იმ პერიოდში, სანამ სახლში მოვიდოდა, ისევ და ისევ მიბოდიშებდა და მიმეორებდა, რომ ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. 9 ივნიის, სუბელიანი შსს-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. სუბელიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics