14:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 11:59:39, 905 ნახვა

კომენტარი
სარალიძე - როდესაც ბავშვი მიწას მივაბარე, მის მეგობრებთან გასაუბრება ვცადე, თუმცა მშობლებმა საუბარი არც ერთს არ აცადეს

"როდესაც ბავშვი მიწას მივაბარეთ, შემდეგ დავუძახე მის მეგობრებს სასაუბროდ, თუმცა მშობლებმა მათ ლაპარაკის საშუალება არ მისცეს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას აგრეთვე აქვს აუდიო ჩანაწერილი, რომელშიც მისი შვილის მეგობრები ინციდენტის დეტალებს იხსენებენ, თუმცა სარალიძის თქმით, მათ ეს დეტალები სასამართლო სხდომაზე არ უხსენებიათ.

"როდესაც ჩემი შვილი საავადმყოფოში იწვა, იქ თითქმის მთელი 51-ე სკოლა იყო და არა მარტო სკოლა. ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა იქ და ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, თუ ვინ დაარტყა დანა ჩემ შვილს. ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი და მიხეილ კალანდია. როდესაც ბავშვი მიწას მივაბარეთ და ყველაფერი ჩატარდა ისე როგორც საჭირო იყო, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას, ბავშვებს. ისინი მშობლებთან, კერძოდ კი, მამებთან ერთად მოვიდნენ. მაინტერესებდა რას იტყოდნენ. სამწუხაროდ არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. შემდეგ მქონდა საუბარი კიდევ დ.ღ-სთან და დ.ნ.-სთან. ესენი ჩემი შვილის მეგოობრები არიან. მათთან საუბარი მქონდა ჩაწერილი, ზვიად კუპრავაც ესწრებოდა ამ საუბარს, თუმცა რაც ამ ჩანაწერში ისაუბრეს აბსოლუტურად ყველაფერი უარყეს სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics