21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 15:59:30, 1059 ნახვა

სამართალი
იანვარ-მაისში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული 2 555 სამართალდარღვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვარ-მაისში 2 555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, აღნიშნული შემოწმება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

აქვე გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის  2017 წლის 1 დეკემბერის  დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან  დაიწყებს სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებას.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას  დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics