|
2018-06-21 14:15:48, 1081 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე: შსს-ს სურს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაბათილდეს
შსს ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოძიებაში არანაირი სიახლე არ არის. „ჯერჯერობით გამოძიებაში არაფერი სიახლე არ არის. მე რაც ვიცი, ბოლო მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე გაყვანას მეორე ინსტანციაში. შსს-ს სურს, რომ გაბათილდეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, ხორავას ქუჩის საქმე კი, გამოსაძიებლად პროკურატურიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გამოძიების ფარგლებში შსს-მ 2 პირი დააკავა. ერთი დაკავებული მერაბ მორჩაძეა, რომელსაც მოწმის მოსყიდვა ედება ბრალად. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. სუბელიანს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება. ორივე დაკავებულს 11 ივნისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)