|
2018-06-20 17:41:29, 632 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის
პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება. „რა თქმა უნდა, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ჩვენი პოლიცია ავიდეს ახალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას გავუსვა ხაზი, ეს იყო ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება - წინა წლებში მოგეხსენებათ, რომ ეს კომპონენტი იყო ძალიან დაქვეითებული და ბუნებრივია თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად სრულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ პაკეტის ფარგლებში არის წარმოდგენილი. მეც ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მომავალი თვიდან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელი გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ საქმიანობით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში და ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ქვია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ჩვენი პოლიციის. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ და მომავალშიც ვაპირებთ იგივე ტემპებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)