|
2018-06-19 16:32:37, 810 ნახვა
რეგიონი
„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობილი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მეფუტკრეობის, მეციტრუსეობის და თხილის მოვლა-მოყვანის საკითხებზე სპეციალისტებმა ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლების მაცხოვრებლებს კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ფერმერებს თხილის მავნებლებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და თემატური ბროშურები გადასცეს. პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 3 წელია ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)