|
2018-06-19 12:19:26, 731 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩეხეთის რესპ-ის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ამ წუთებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩეხეთში საელჩოს ინიციატივით, აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებენ სამედიცინო აპარატურასა და აღჭურვილობას, მიმდინარეობს ნიმუშების პრეზენტაცია. „დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მათ მიერ დამზადებული პროდუქციის პრეზენტაციები, ეს იქნება რენტგენოლოგიური თუ ანგილოგიური დანადგარი, სხვადასხვა ინვენტარი და ტექნიკური საშუალებები. სამედიცინო დაწესებულებებისათვის სასურველი წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამომავლო თანამშრომლობა ერთობლივად იქნება განხილული“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რუსუდან შავიშვილმა. ვიზიტის მიზანია, საქართველოს ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)